აუცილებელი მოთხოვნა: წელს რეგისტრაციისთვის საკმარისია აიდი ბარათი (პირადობის მოწმობა)
გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას 18 წლიდან.
თუ პიროვნება კანონიერ ქორწინებაშია(ხელი აქვს მოწერილი), მაშინ განაცხადში უნდა ჩაიწეროს მეუღლე და დაუქორწინებელი შვილები 21 წლამდე. მათი მოსვლა სავალდებულოა მხოლოდ სურათის გადასაღებად, არა აქვს მნიშვნელობა ისინი წავლენ მოგების შემთხვევაში ამერიკაში თუ არა. სურათის გადაღება ჩვენთან უფასოა.
შვილებში მოიაზრება საკუთარი ბიოლოგიური შვილები, ნაშვილები შვილები, ასევე გერები, მეუღლის შვილები (მიმდინარე და წინა ქორწინებებიდანაც). თუ რომელიმე ოჯახის წევრი ვერ ახერხებს მოსვლას, მაშინ თან იქონიეთ მისი სურათი ჩაწერილი დისკზე. სურათი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს იხილეთ სურათს მაგალითები. რომელიმე წევრის სურათის გარეშე განაცხადი ვერ შეივსება. მეუღლეებს შეუძლიათ ორივემ შეავსონ მონაწილის ანკეტა დამოუკიდებლად, რაც მათი ოჯახის გამარჯვების შანსს 2-ჯერ ზრდის
თან იქონიეთ შემდეგი საბუთები: პირადობის მოწმობები (ან პასპორტი), ბავშვებისთვის დაბადების მოწმობები ან ასლი. თუ რომელიმე ოჯახის წევრი ვერ მოდის უნდა იქონიოთ მისი სურათი, რაზეც ზემოთ იყო საუბარი;
რეგისტრაციის შემდეგ გადმოგეცემათ რეგისტრაციის კოდი (Confirmation Number), რაც მომავალში დაგჭირდებათ გათამაშების შდეგების შესამოწმებლად ინტერნეტით. შემოწმების ინსტრუქცია ასევე დევს ჩვენს ვებგვერდზე.
სურვილის შემთხვევაში მწვანე ბარათის რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ ჩვენივე საიტზე
რჩევა: "მწვანე ბარათის ლატარიის გათამაშების პერიოდში იქმნება ბევრი დროებითი ფირმა, რომლებიც ათამაშებენ ”მწავნე ბარათს”, თუმცა შემდგომში უკვალოდ ქრებიან და პასუხის გამცემიც არავინ რჩება. ხოლო შედეგების გამოქვეყნება ხდება მომსახურების გაწევიდან 6 თვეში (05 მაისი 2024-დან. ჩვენ ბევრი ასეთი პიროვნება გვიკავშირდება ხოლმე, ვინც ასეთ გაურკვეველ კომპანიაში დარეგისტრირდა და მათ მიერ გაცემული მონაცემებით ვერ ამოწმებენ თავიანთ შედეგებს. ასეთ პიროვნებებს ჩვენ რა თქმა უნდა ვერაფრით ვეხმარებით. ეცადეთ მონაწილეობა მიიღოთ კომპანიაში, სადაც თანხას გახდევინებენ ოფიციალურად; მოგცათ დარწმუნებული რეკომენდაცია ახლობელმა; შეამოწმეთ აქვს თუ არა კომპანიას წარსული ისტორია ამ სფეროში, თუმცა ახალი კომპანია არანაირად არ ნიშნავს ცალსახან, რომ ის ყალბია, მაგრამ არსებობს მომეტებული რისკი. აშშ-ს საელჩოც გარკვეულ სიფრთხილისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს ამ სფეროში. რაც შეეხებათ ჩვენთან რეგისტრირებულ მონაწილეებს, ჩვენ მუდმივად ვინახავთ რეგისტრაციის კოდებს და მონაწილის მხრიდან დაკარგვის შემთხვევაშიც კი აღვუდგენთ მას. ჩვენი კომპანია ”მწვანე ბარათს” ათამაშებს უკვე 2003 წლიდან, ხოლო 2005 წლიდან მუდმივად ვიმყოფებით ერთ მისამართზე.