ფოტო AI
შექმენი Green card ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით
შექმენი Green card ფოტო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით
იხდით მას შემდეგ, თუ მოგეწონათ
გადაიღე ფოტო მობილურით და ატვირთე ჩვენს სისტემაში.
ჩვენი ტექნოლოგია ამოწმებს ფოტოს სისწორეს პირობებთან.
ავტომატურად ხდება ფონის გასწორება ფოტოზე.
ფოტოზე ავტომატურად მოჭრა-რედაქტირება საჭირო ზომაზე.
თქვენ უნდა დადგეთ პირდაპირ კამერისკენ და ობიექტივში იყუროთ, არ გაიღიმოთ. გამოაჩინეთ მხრები და გულმკერდი სრულად.
დეტალები: სათვალე არა, სამკაულები არა, მკვეთრი მაკიაჟი არა, ჩრდილები და ბზინავი განათება სახეზე არა
თქვენი გადაღებული სურათი
ჩვენი ტექნოლოგიით 3 წამში მიღებული სურათი
ფოტოს გადასაღებად სახისა და სხეულის პოზიცია ფოტოზე ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ უნდა დადგეთ პირდაპირ კამერისკენ და პირდაპირ ობიექტივში იყუროთ. ნახევრად პროფილიანი ფოტოები არ მიიღება და განაცხადის უარყოფა გამოიწვევს.
შეინარჩუნეთ სახის გამომეტყველება უბრალო, ნეიტრალური. არ გაიღიმოთ. პირი დახუჭული უნდა გქონდეთ და თავი გამართული (არ გადახაროთ არცერთ მხარეს!). თვალები პოზირებისას თვალები გახელილი და თვალსაჩინო უნდა გქონდეთ. გადარების შემდეგ დარწმუნდით, რომ ფოტოზე „წითელი თვალის“ ეფექტი არ არის. ასევე, თმა თვალებზე არ უნდა გქონდეთ, ამიტომ თუ ჩოლკა გაქვთ - გვერდზე გადახარეთ. მოიხსენით გამოკვეთილი სამკაულები, მკვეთრი მაკიაჟი, გადაიწიეთ თმები მაქსიმალურად უკან.
ფოტოებზე ვარცხნილობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მითითებები არ არსებობს. თმა შეიძლება იყოს დაჭიმული ან ფხვიერი, მაგრამ ის არ უნდა ფარავდეს სახეს. მისი მცირე ნაწილიც კი. უმჯობესია, ისინი უკან დაივარცხნოთ, მაგრამ ყურები უნდა ჩანდეს. გახსოვდეთ, რომ ასევე შუბლი და წარბები უნდა ჩანდეს, ამიტომ წარბებს თმით ნუ დაფარავთ.
ფოტოს გადასაღებად თავსაფარი უნდა მოიხსნათ, როგორიცაა ქუდები, თავსაბურავები და კეპები. რელიგიური თავსაფრები გამონაკლისს წარმოადგენს. მათი ფოტოზე განთავსება შეგიძლიათ, თუ თქვენი რელიგიური მრწამსი ამას მოითხოვს. თუმცა, წესია, რომ რელიგიური თავსაბურავი სახეს არ უნდა ფარავდეს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ფოტოზე ჩრდილები არ იყოს. დარწმუნდით, რომ ისინი არ არის თქვენს სახეზე, მხრებზე ან ფოტოს ფონზე.
ფოტოებზე სათვალის ტარება დაუშვებელია.
ფოტო უნდა იყოს ფერადი, ხოლო ფონი უნდა იყოს თეთრი/მოთეთრო
ტანსაცმელზე მკაცრი მოთხოვნები არაა, თუმცა ტანსაცმლის ფერი და ფონის ფერი არ უნდა იყოს ერთნაირი. თქვენი სხეული არ უნდა იკარგებოდეს სურათში. ტანსაცმელი უმჯობესია იყოს სახელოებიანი, ზაფხულში შეგიძლიათ მოკლემკლავიანი პერანგი ჩაიცვათ. ნუ ჩაიცვამთ დაბალდეკოლტეიან ტანსაცმელს. ეცადეთ, ჩვეულებრივი საქმიანი ტანსაცმელი ჩაიცვათ. თუ გსურთ, რომ თქვენი ფოტო იდეალური იყოს, შეგიძლიათ საქმიანი ელეგანტური ტანსაცმელი ჩაიცვათ. ეს რჩევები დაგეხმარებათ ლამაზი ფოტოს გადაღებაში.
ჩვენი AI ტექნოლოგია არის მოსახერხებელი აპლიკაცია ფოტოების გადასაღებად. მისი საშუალებით თქვენ მხოლოდ სელფის გადაღება და ფოტოს ატვირთვა გჭირდებათ, ჩვენი აპლიკაცია კი შეცვლის მის ზომას, მოაშორებს ფონს და ოდნავ შეცვლის ფერთა გამას, რათა ის კომფორტულად გამოიყურებოდეს და დააკმაყოფილოს ოფიციალური მოთხოვნები, თქვენ მიიღებთ იდეალურ ფოტოს მწვანე ბარათისთვის.
თუ თქვენს პატარას ჯდომა არ შეუძლია, მშობლებმა ის საწოლზე უნდა დააწვინონ გულაღმა და შემდეგ ზევიდან გადაუღონ ფოტოები. არსებობს მნიშვნელოვანი საკითხი: არ გადაუღოთ ფოტო ბავშვს ჩართული ფლეშით. გთხოვთ, დაამშვიდოთ ბავშვი და მოადუნოთ სახე.
ადამიანებს შეუძლიათ სდაბეჭდონ ჩვენგან მიღებული ფოტიო, რადგან Greencad ფოტო იგივე პარამეტრებისაა, რაც აშშ-ის პასპორტის ფოტოები. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ მზად გაქვთ 4"x6" (10სმx15სმ) ზომის ფოტო ფურცელი.
ფასი 10.00 ლარი. ფასი სტანდართულია, თუმცა უფრო მოსახერხებელი ვიდრე ტრადიციულ ფოტოსტუდიაში გადაიღოთ ფოტო. მიიღეთ ფოტოები სახლში წამებში თქვენი მობილური ტელეფონით!
დიახ, შეგიძლიათ თქვენი ფოტოს წინასწარი გადახედვა უფასოდ! ტქვენ გაქვთ რამდენიმე მცდელობა დარწმუნდეთ ხარისხში. სცადეთ ახლავე და გადაიხადეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც კმაყოფილი დარჩებით.
ჩვენ არ ვბეჭდავთ ფოტოებს, მაგრამ გთავაზობთ ციფრულ ფოტოს ჩამოსატვირთად და დასაბეჭდად. ფოტო ფურცლების დაბეჭდვა შესაძლებელია ახლომდებარე პრინმომსახურებებში, საკუთარ პრონტერზე, ფოტო სტუდიებში და სხვა. ბეჭდვა უნდა განახორციელოთ სპეციალურ ფოტო ქაღალდზე.