რა ვადაში შეიძლება გამგზავრება საემიგრაციო ვიზის მიღების შემდეგ ?
თავიდან გაიცემა 6 თვიანი ვიზა, რომელიც გაგრძელდება აშშ-ში ყოფნისას. სწორედ ამ ვადაში უნდა მოხდეს გამგზავრება. თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ ფიზიკური მწვანე ბარათის დამზადებას ამერიკაში აქვს გარკვეული ვადა, რაც შესაძლებელია 120 დღემდეც გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე გირჩევთ გაემგზავროთ მაქსიმუმ 2 თვის ფარგლებში, თუმცა გამგზავრების თარიღი თქვენი გადასწყვეტია.