რეგისტრაციის წესები
"მწვანე ბარათის" გათამაშებაში რეგისტრაციის პირობები
"მწვანე ბარათის" გათამაშებაში რეგისტრაციის პირობები
ასევე შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ ინტერნეტით და მიიღოთ მონაწილეობა გათამაშებაში
ასევე შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ ინტერნეტით და მიიღოთ მონაწილეობა გათამაშებაში
ზოგადი პირობები და წესები "გრიინ ქარდ (green card)"-ის DV-2026 გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა განცხადება გაიგზავნოს მკაცრად განსაზღვრული პერიოდის შუალედში: 2024 წლის 2 ოტომბრიდან - 5 ნოემბრამდე. გადატვირთულობის გამო შესაძლებელია ბოლო დღეებში განაცხადები ვერ გადაიგზავნოს. განცხადება გაგზავნილი უნდა იქნეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სპეციალური წესების დაცვით (2004 წლამდე ეს ხდებოდა წერილობითი ფორმით).
ლატარიის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აკმაყოფილებს ორ მარტივ პირობას:
ერთ მონაწილეს უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ გააგზავნოს განცხადება. იმ შემთხვევაში თუ გაგზავნილი იქნება ერთზე მეტი განცხადება ერთი პიროვნებისაგან, ყველა განცხადება იქნება დისკვალიფიცირებული (გაუქმებული). მეუღლეებს და შვილებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ცალ-ცალკე განცხადებით, ამ შემთხვევაში შვილი უნდა იყოს სრულწლოვანი (18წ-ზევით);
განცხადება იწერება ინგლისურ ენაზე;
განცხადების გაგზავნა ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით ინტერნეტის მეშვეობით.
განცხადების გაგზავნისას უკან ბრუნდება შეტყობინებას მისი განცხადების წარმატებით მიღების და ლატარეაში მონაწილეობის შესახებ. ასევე შესაბამისი რეგისტრაციის ნომერი, რასაც შემდეგში გადამწყეტი მნიშვნელობა აქვს. სპეციალურ ინტერნეტ გვერდზე რეგისტრაციის ნომრის მეშვეობით თქვენ შეძლებთ მომავალში გაიგოთ მოიგო თუ არა თქვენმა ანკეტამ. ზუსტი ინსტრუქცია ამის შესახებ როგორ მოწმდება შედეგები იხილეთ აქ: <<შედეგების შემოწმების ზუსტი ინსტრუქცია.>> ინფრმაცია DV2026 მოგების შესახებ გამარჯვებულებს ფოსტით არ მიუვათ, როგორც ეს წინა წლებში იყო.
green card აპლიკაციის განაცხადი იქნება ლიკვიდირებული, თუ მონაწილის (ან მისი ერთერთი ოჯახის წევრის) ინფორმაცია ან ფოტო განცხადებასთან ერთად არ იქნა გაგზავნილი. ჩვენთან შევსების შემთხევვაში ჩვენ დაგეხმარებით სწორად შეავსოთ განცხადეა;
თუ გაგზავნილი ფოტოები ზუსტად არ აკმაყოფილებენ გადაღების ან მისი დამუშავების ფორმატს, განცხადება იქნება ლიკვიდირებული. სწორად გადაღებული სურათების ვარიანტები ნახეთ ჩვენს ვებ გვერდზე . სწორად გადაღების გარდა სურათები უნდა იყოს კომპიუტერში დამუშავებული გარკვეული პარამეტრებით. სურათების ელ-ფოსტაზე მოწოდების შემთხვევაში თუ თქვენი სურათი ვიზუალურად შეესაბამება სწორ ვარიანტებს, საბოლოო პარამეტრებით ჩვენ დავამუშავებთ.
სწორად გადაღებული სურათების ვარიანტები ნახეთ ჩვენს ვებ გვერდზე ჩვენთან შევსების შემთხევვაში ჩვენ თავად გადავიღებთ და დავამუშავებთ სურათებს უფასოდ.
1. სრული სახელი - გვარი, სახელი; 2. დაბადების თარიღი - რიცხვი, თვე, წელი; 3. სქესი - მამრობითი, მდედრობითი; 4. დაბადების ადგილი - ქალაქი, სოფელი, დასახლება; 5. დაბადების ქვეყანა - ტერიტორიის ახლანდელი დასახელება, სადაც დაიბადეთ; 6. ქვეყანა სადაც დაიბადეთ, რომელიც შედის DV მონაწილეთა სიაში (ეს ქვეყანა ჩვეულებრივ არის იგივე, სადაც დაიბადეთ და არა ის სადაც ცხოვრობთ. თუ თქვენ დაიბადეთ ქვეყანაში, რომელიც ამოღებულია გათამაშების სიიდან, მაშინ შესაძლებელია მეგერგოთ სხვა მექანიზმ. 7. ეს ველი გაუქმებულია (პასპორტის მონაცემები - ნომერი / გამცემი ქვეყანა / მოქმედების ვადა); 8. ფოტო - გათამაშებაში მონაწილის; 9. საფოსტო მისამართი - (აუცილებელი არაა ის მისამართი, სადაც ხართ ჩაწერილი. ეს შეიძლება იყოს მისამართი, სადაც თქვენ ფაქტიურად ცხოვრობთ); 10. ქვეყანა - სადაც ამჟამად ცხოვრობთ და საიდანაც აგზავნით ანკეტას; 11. ტელეფონის ნომერი; 12. ელ-ფოსტის მისამართი -თქვენი პირადი ელ-ფოსტა (თუ არ გაქვთ ჩვენი კომპანია ჩაწერს თავის ელ-ფოსტას); 13. განათლება - მონიშნავთ შესაბამის ვარიანტს ჩვენს ანკეტაში; 14. ოჯახური მდგომარეობა - მონიშნავთ შესაბამის ვარიანტს ჩვენს ანკეტაში; 15. შვილების რაოდენობა - იგულისხმება მხოლოდ 21 წლამდე დაუქორწინებელი შვილები მიმდინარე და წინა ქირწინებებიდან. შვილებში მოიაზრება საკუთარი ბიოლოგიური შვილები, ნაშვილები შვილები, ასევე მეუღლის შვილები (მიმდინარე და წინა ქორწინებებიდანაც); 16. ინფორმაცია მეუღლეზე - სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი,დაბადების ადგილი, დაბადების ქვეყანა, შესაბამისი ფოტო; 17. ინფორმაცია შვილებზე -გვარი, სახელი, სქესი, დაბადების თარიღი,დაბადების ადგილი, დაბადების ქვეყანა, შესაბამისი ფოტო;
აღნიშნული ანკეტის ფორმა შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენთან ოფისში, სადაც დაგეხმარებიან მის შევსებაში, ასევე გადაგიღებენ და დაგიმუშავებენ სურათებს (ღირებულება შეადგენს - 30.00 ლარი (დასაოჯახებელის შემთხვევაში); 40 ლარი (დაოჯახებულის შემთხვევაში) ფოტოების გადაღება უფასოა.
ასევე შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ ინტერნეტით და მიიღოთ მონაწილეობა გათამაშებაში