როგორ უნდა შეამოწმოთ Green card-ის მოგების შედეგები ინტერნეტით
როგორ უნდა შეამოწმოთ Greencard-ის მოგების შედეგები ინტერნეტით
i
ჩვენი მოთხოვნაა, რომ თავად შეამოწმოთ შედეგები. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგებადებათ ობიექტური კითხვა: საერთოდ მიიღეთ კი მონაწილეობა გათამაშებაში? ჩვენი კლიენტებიდან, ვინც მაისის თვეში თავად ვერ მოახერხებს შედეგების შემოწმებას დამოუკიდებლად (რაც არამგონია ვინმეს გაუჭირდეს), ჩვენ დავეხმარებით ოფისიდან მხოლოდ 01.06.2025-ის შემდეგ, მანამდე ამასთან დაკავშირებით არანაირი მიღება არ გვექნება. ისარგებლეთ აქ განთავსებული მარტივი ინსტრუქციით, რომელიც ტექნიკური სირთულით ელ-ფოსტის შემოწმებისგან არაფრით განცხვავდება.
ჩვენ ასევე ვეხმარებით მწვანე ბარათის გათამაშებაში გამარჯვებულ კანდიდატებს შემდგომი ეტაპების გადალახვაში
შემოწმებისთვის მიყევით შემდეგ ეტაპებს:
შედეგების შემოწმებისთვის დაგჭირდებათ
რეგისტრაციის კოდი. თუ ჩვენს კომპანიაში განახორციელეთ რეგისტრაცია კოდის მიღება შეგიძლიათ ჩვენი ვებგვერდიდან. <<გადადით ბმულზე>>;
მონაწილეების გათამაშების შედეგების ნახვა შესაძლებელია ქვევით მოცემული წესების მიხედვით. თუ სწორად არ შეავსებთ რომელიმე ველს პროგრამა გამოიტანს შეტყობინებას, რომ ასეთი მონაცემი არ არსებობს, დაფიქრდით რას აკეთებთ შეცდომით და გაიმეორეთ შემოწმება კვლავ, სანამ არ გამოიტანს კონკრეტულ პასუხს: დადებით ან უარყოფითი.
i
ხშირი შეცდომები ველების შევსებისას: ეშლებათ"ნული(0)" და "ო(O)" ერთმანეთში; მოითხოვება მხოლოდ "გვარი", შეცდომით შეყავთ "სახელი და გვარი" ... ეცადეთ კოპირებით გადაიტანოთ ჩვენგან მიღებული მონაცემები.
მიჰყევით ამ მოქმედებებს:
1. გახსენით ვებ გვერდი: <<ბმული:>>
2. შეიყვანეთ სწორად თქვენი გათამაშების პარამეტრები შესაბამის ველებში::
- Confirmation Number (მონაწილის ნომერი):
- Last Name (შეიყვანეთ მხოლოდ "გვარი"):
- Year of Birth (დაბადების "წელი")
- Authentication (ავტორიზაციის კოდი, რაც გამოჩნდება შესავსები ველის მარცხენა მხარეს. ყოველ ახალი შესვლისას ის იცვლება ავტომატურად.)
და შემდეგ დააჭირეთ ”Submit" ღილაკს, რომ ნახოთ თქვენი შედეგი.
ნახეთ ინსტრუქცია ვიზუალურად
გისურვებთ წარმატებებს! შემოწმება სასურველია მოხდეს 30.08.2025-მდე, თუმცა უკეთესია ბევრად ადრე, რადგან მოგების შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების დაწყება უნდა მოხდეს მაისი-ივლისის თვეებში.