როგორი უნდა იყოს ფოტო მწვანე ბარათის Greencard რეგისტრაციისთვის
სწორად გადაღებული სურათების ვარიანტები:
მოთხოვნები სურათის მიმართ სრულად წაიკითხეთ ქვემოთ
სურათი გადაღებული უნდა ოყოს ბოლო 6 თვის განმავლობაში.
ჩვენთან ადგილზე მოსვლის და რეგისტრაციის შემთხვევაში სურათის გადაღება და პარამეტრებზე გასწორება უფასოა.
თუ თქვენ ჩვენი კომპანიის გარეშე თავად გსურთ შეავსოთ მწვანე ბარათის აპლიკაცია, გთავაზობთ, ფოტო სურათის ონლაინ მომსახურებას. დეტალებიიხილეთ აქ
თუ ჩვენთან რეგისტრაციისთვის მოგაქვთ სხვაგან გადაღებული და დისკზე ჩაწერილი სურათი. ამ შემთხვევაში ეცადეთ გადაიღოთ პროფესიულ სტუდიაში და ფოტო მოგვაწოდეთ ციფრული ფორმატით (დისკით) და არა ამობეჭდილი სახით.
გაითვალისწინეთ ფოტოს გაადრებისას:
– ვიზუალურად ფოტო უნდა იყოს კარგი ხარისხის და არ უნდა ირღვეოდეს კონტრასტი;
– სახე უნდა იყურებოდეს პირდაპირ; უნდა ჩანდეს მხრები და თავის ზომა დაახლოებით უნდა იყოს სურათის 50% ვერტიკალში;
– თავსაბურავის და საყურეს გარეშე, თმა არ ფარავდეს შუბლს და სახის ნაწილებს;
– სურათის უკანა ფონი უნდა იყოს ერთი ფერის (ღია ფერის), ნეიტრალური;
– სათვალე არაა დაშვებული, წვერები იმ შემთხვევაში თუ მას ატარებთ მუდმივად ტრადიციიდან გამომდინაერ;
– სურათს არ უნდა ჰქონდეს ჩრდილები, ანარეკლები და ბზინავი ეფექტებისახეზე, არ გამოიყენოთ მკვეთრი მაკიაჟი, მოიხსენით სამკაულები (ყურზე, ცხვირზე).