Greencard – ამერიკის მწვანე ბარათის გათამაშება

თუ მოიგეთ...

რა ნაბიჯები უნდა გაიაროს მწავნე ბარათის (greencard) მოგებულმა

რა უნდა გააკეთოთ მწვანე ბარათის გათამაშებაში მოგების შემთხვევაში


პირველ რიგში გილოვათ მწვანე ბარათის ლატარეაში გამარჯვებას, მაგრამ ეს ჯერ არ ნიშნავს სრულ წარმატებას. ჩვეულებრივ უფრო მეტი ადამიანი იმარჯვებს, ვიდრე არის გამოყოფილი ვიზების რაოდენობა. ეს გამოწვეულია იმით, რომ სხვადასხვა საბუთების მომზადების და გასაუბრების შემდეგ საელჩომ შეიძლება დაიწუნოს რომელიმე პრეტენდენტი, ასევე შესაძლებელია ვინმემ თავადაც თქვას გამგზავრებაზე უარი, არსებობს კიდევ ბევრი სხვა მიზეზი, ამიტომ ეს ყველაფერი გათვალისწინებულია მოგებულთა რაოდენობაში.

მწვანე ბარათის საემიგრაციო ვიზის წარმატებით მიღებისათვის საჭიროა კიდევ 3 ეტაპიას გავლა:
1). სპეციალური ანკეტების (DS 260) მომზადება და გადაგზავნა ამერიკაში;
2). ყველა აუცილებელი დოკუმენტის მომზადება, პროცედურების დაგეგმვა და გავლა;
3). შემდეგ ხდება თავად საელჩოში გასაუბრების დაგეგმვა, მომზადება, განხორციელება. მთელს ამ პროცესს ეთმობა დაახლოებით 10-12 თვე, ამიტომ წარმატებით გავლის შემთხვევაში მოგებული 2026 წლის დასრულებამდე შეძლებს გაემგზავროს აშშ-ში.

ჩვენი ოფისი ეხმარება გამარჯვებულებს ყველა ამ ეტაპების გავლაში. ჩვენი მომსახურების ღირებულება შეადგენს 600.00 ლარს, + 100.00 ლარი თითო ოჯახის წევრზე, რომელიც შეყვანილია გათანაშების მონაცემებში. ჩვენს მომსახურებაში შედის: პიროვნების ინდივიდუალური სიტუაციიდან გამომდინარე ყველა საჭირო საბუთების შეგროვებაზე დახმარება და მუდმივი კონსულტაცია, ამერიკაში გასაგზავნი ანკეტების კომპეტენტურად შევსება და გადაგზავნა, საბოლოო შედეგის მიღებამდე მუდმივი მონიტორინგი და სხვადსხვა კონსულტაციები საქმნის მსვლელობისას აუცილებელ ქმედებებზე და ეტაპებზე, საელჩოში გასაუბრების დაჯავშნა.

ჩვენი მომსახურების გარდა პრეტენდენტს აქვს სხვა ხარჯები: საბუთების მოძიების და ნოტარიალურად დამოწმების ხარჯები, სამედიცინო შემოწმების ხარჯები ოჯახის ყველა წევრზე, რომელიც ხდება მხოლოდ სპეციალური წესით და ფორმით, საელჩოში შესვლის მოსაკრებელის ხარჯი, ამერიკაში გამგზავრების ხარჯები.

Created by Studio FD